როგორ გამოიყურება სახლი თბილისში, რომელიც 3 მილიონ ლარზე მეტი ღირს | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება სახლი თბილისში, რომელიც 3 მილიონ ლარზე მეტი ღირს

თბილისში, დიღომში იყიდება 2-სართულიანი სახლი, რომლის ღირებულებაც 1 250 000 აშშ დოლარია (3 375 000 ლარი).

როგორც ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეზოს საერთო ფართი - 1 450 კვადრატული მეტრი; სახლის საერთო ფართობი კი 1 050 კვადრატული მეტრია. განცხადების თანახმად, სახლი არის 11-ოთახიანი და 6 საძინებელ ოთახს მოიცავს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სახლი სრულად არის აღჭურვილი ავეჯითა და ტექნიკით. ამასთან, ავტომატიზირებულია და ელექტროენერგიის შეფერხების დროს ავტომატურად გადადის სარეზერვო გენერატორზე.

„სახლს აქვს 6 საძინებელი, საკუთარი სველი წერტილით, საგარდერობო სივრცით და აივნებით, სამზარეულო, საერთო

მისაღები ოთახი, სამზარეულოს საკუჭნაო, სამრეცხაო, 1 საგენერატორო (სახლი ავტომატიზირებულია და ელექტროენერგიის შეფერხების დროს ავტომატურად გადადის სარეზერვო გენერატორზე), სპორტული დარბაზი, დარბაზის და აუზის ცალკე სველი წერტილი, საუნა, დაცვის სისტემები, სენსორები და კამერები,“-აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ ფოტოგალერეა

myquiz