კახეთში საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი დაარბიეს | Allnews.Ge

კახეთში საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი დაარბიეს

წუხელ, გვიან ღამით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყლის საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი დაარბიეს.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სკოლის შენობაში დაუდგენელმა პირებმა ცენტრალური კარის საშუალებით შეაღწიეს. კარი დაზიანებულია. გატეხილია სამასწავლებლოს კარიც.

სკოლის დირექტორის, გიორგი ბუღრიძის თქმით, დამტვრეულია სკოლის ინვენტარი და განადგურებულია სასწავლო მასალა. ასევე, დაზიანებულოა სააღმზრდელო დაწესებულების ინვენტარი.

myquiz