"გირჩის" ლიდერმა და აქტივისტებმა ატოცში საპროტესტო აქციაზე შარვლები ჩაიხადეს | Allnews.Ge

"გირჩის" ლიდერმა და აქტივისტებმა ატოცში საპროტესტო აქციაზე შარვლები ჩაიხადეს

"გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ და პარტიის რამდენიმე აქტივისტმა სოფელ ატოცში გამართულ საპროტესტო აქციაზე პროტესტის ნიშნად შარვლები ჩაიხადეს და ოკუპანტს უკანალი უჩვენეს.

ინიციატივა ზურაბ ჯაფარიძისგან მოდიოდა, რომელმაც მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომ პროტესტის ისეთი ფორმისთვის მიემართათ, რომელიც მსოფლიო მედიის ყურადღებასაც მიიქცევდა და ოკუპანტ რუსეთს დაანახებდა, რომ აქ მათი ადგილი არ არის.

"არა რუსულ ოკუპაციას", "რუსეთი ოკუპანტია"; გაუმარჯოს გაერთიანებულ საქართველოს" - სკანდირებენ საპროტესტო აქციის მონაწილეები ატოცში, სადაც საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ახალი მავთულხლართების გავლებას აპროტესტებენ.

myquiz