სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" 12 წლისაა! | Allnews.Ge

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" 12 წლისაა!

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი პეპელა 12 წლის არის! ამჟამად, "პეპელა" სათამაშოების ბიზნეს სექტორში ერთ-ერთი მსხვილი და წარმატებული კომპანიაა. იგი ფლობს რამდენიმე საფირმო მაღაზიას თბილისსა და ბათუმში და აგრეთვე, ფართო სადისტრიბუციო ქსელს როგორც საქართველოში, ასევე კავკასიის რეგიონში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს საერთაშორისო ბრენდების ფართო ასორტიმენტს, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ბავშვისთვის. გარდა საფირმო მაღაზიებისა, მომხმარებელს აქვს საშუალება ისარგებლოს ონლაინ მაღაზიის www.pepela.ge -ს მომსახურებითაც.

"პეპელამ" 12 წლიანი ისტორიის მანძილზე მოახერხა ის, რომ მოეპოვებინა მომხმარებლის ნდობა და სიყვარული. დღეს "პეპელა" ის მაღაზიათა ქსელია, რომლის მომხმარებელმაც იცის, რომ ნებისმიერი სათამაშო, რომელსაც აქ შეიძენს საუკეთესო ხარისხის და სრულიად უსაფრთხო იქნება. ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის საიუბილეო დღეებში ბევრი სიურპრიზი გვაქვს. 9-10-11 ნოემბერს მთელი ქსელის მასშტაბით სრულ ასორტიმენტზე გვექნება 50%-მდე ფასდაკლება, რაც მათ მისცემს საშუალებას შეარჩიონ საუკეთესო სათამაშოები მათი პატარებისთვის კიდევ უფრო მისაღებ ფასად. გარდა ამისა, 10 ნოემბერს 15:30სთ-დან ვეპატიჟებით პატარებს თბილისი მოლის ცენტრალურ ატრიუმში, სადაც დახვდებათ ჩვენი პოპულარული სათამაშოების სტენდები, საჩუქრები და ბევრი სიურპრიზი. პატარების განწყობაზე კი იზრუნებს ანიმატორთა გუნდი "პინგვინ ივენთსიდან" - განგვიმარტეს "პეპელას" მარკეტინგის სამსახურში.

"პეპელა"- ს პირველი მაღაზია 2006 წელს გაიხსნა თბილისში, აბაშიძის №4-ში.

დღეს "პეპელა" -ს ქსელი 9 საფირმო მაღაზიას აერთიანებს, რომელთაგან 8 თბილისში, ერთი კი ბათუმში მდებარეობს. ფილიალების გაფართოებასთან ერთად, იზრდება დასაქმებულთა რიცხვიც. კომპანიის დაარსების პირველ წლებში მათი რაოდენობა 4 ადამიანს შეადგენდა, დღეს კი 50-ს აღემატება. აღსანიშნავია, რომ „პეპელა“ არაერთი პოპულარული საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში და ქართველ მომხმარებელში მაღალი სანდოობითაც სარგებლობს.

პეპელას დაბადების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/bT9sYi

myquiz