რა პოზიციებზე ცხადდება ყველაზე მეტი ვაკანსია საქართველოში? | Allnews.Ge

რა პოზიციებზე ცხადდება ყველაზე მეტი ვაკანსია საქართველოში?

უმუშევრობა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად და გამოწვევად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად უმაღლესის სასწავლებლების კურსდამთავრებულების რიცხვი სულ უფრო მეტად იზრდება, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ხშირად ვერ ახერხებს დასაქმებას. საქსტატის 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე 13,9%-ს შეადგენს.

რომელ პროფესიებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა?

ამის გასარკვევად Allnews.ge ვაკანსიების რამდენიმე საიტს დაუკავშირდა.

HR.ge-ის რეგიონალური მენეჯერის ინგა შახბაზიანის ინფორმაციით, მათ საიტზე ვაკანსიები როგორც წესი კატეგორიების მიხედვით თავსდება და სტატისტიკურ მონაცეკმებსაც კატეგორიების მიხედვით ითვლიან, უკანასკნელი ანუ გასული კვირის მონაცემებით კი ვაკანსიების რაოდენობით:

პირველ ადგილს გაყიდვების მიმართულება იკავებს, რაც ჯამური ვაკანსიების 23%-ს შეადგენს,

მეორე ადგილზე კი ადმინისტრაციის მიმართლებაა ვაკანსიების 13%-ით.

"შემდეგ ადგილს ჰორეკას სექტორი იკავებს - სასტუმრო, რესტორანი, კვების მიმართულება ვაკანსიების 12%-ს შეადგენს. ბუღალტერია - ფინანსები -9%, შემდეგ მოდის სამედიცინო მიმართულება 6%. დანარჩენი უკვე საკმაოდ დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს და 1-2%-ს არ სცდება. ყველაზე ნაკლები ვაკანსიები უკვე წარმოების მიმართულებით თავსდება ხოლმე",- განმარტა ინგა შახბაზიანმა.

Dasaqmeba.ge-ის მენეჯერმა კი გვითხრა, რომ ყველაზე მეტი ვაკანსიები როგორც წესი მომსახურების და გაყიდვების სფეროში იდება.
Dasaqmeba.ge-მ ყველაზე მოთხოვნადი ვაკანსიების ხუთეული შემოგვთავაზა, რომელიც ასე გამოიყურება:

- მიმტანი

- კონსულტანტი

- გაყიდვების კონსულტანტი

- მზარეული

-პრომო

ვაკანსიების კიდევ ერთ საიტის MyJobs.ge-ის მიხედვით, ჯამში გამოქვეუყნებული 743 ვაკანსიიდან ყველაზე მეტი - 164 ვაკანსია ტურიზმის, რესტორნებისა და სასტუმროების სფეროზე მოდის, სადაც ყველაზე დიდი მოთხოვნა მიმტანებზე, მზარეულებზე, მცხობელებზე, ადმინისტრატორსა და დამხმარე პერსონალზე მოდის.

შემდეგ ადგილს 136 ვაკანსიით საცალო და საბითუმო ვაჭრობის სფერო იკავებს, სადაც ყველაზე მეტად გამყიდველი კონსულტანტის საჭიროება დგას, საიტზე აღნიშნულ პოზიციაზე 100 ვაკანსიაა განთავსებული.

ვაკანსიების რაოდენობით ლიდერობს მომსახურე პერსონალის განყოფილებაც, სადაც ამჟამად 90 ვაკანსია დევს, აქედან კი ყველაზე მოთხოვნადი დამლაგებლის პოზიციაა.

კატეგორიებს შორის მეოთხე ადგილს ტრანსპორტისა და ავტობიზნესის სფეროა 65 ვაკანსიით, ყველაზე მოთხოვნადი პროფესია კი მძღოლია 28 ვაკანსიით. მეხუთე ადგილს კი თანაბრად ინაწილებენ საოფისე საქმიანობის, სილამაზისა და სპორტის სფეროები, სადაც ყველაზე მეტი მოთხოვნა, სტილისტსა და ოფის-მენეჯერზეა.

myquiz