7 კრიტიკული შეუსაბამობის გამო საკონდიტროს საწარმოო პროცესი შეუჩერდა | Allnews.Ge

7 კრიტიკული შეუსაბამობის გამო საკონდიტროს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულმა სამმართველომ საკონდიტრო საწარმოში 7 კრიტიკული შეუსაბამობა გამოავლინა და ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექტორებმა გეგმური ინსპექტირება ჩაატარეს გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში, ინდმეწარმე "ლალი კუციას" საკონდიტრო საწარმოში, სადაც გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა როგორც საწარმოო პროცესის, ასევე პროდუქციის შეფუთვა-დასაწყობებისას, წყალმომარაგების არარსებობა და სხვ.

ბიზნესოპერატორი აღნიშნული შეუსაბამობების გამო დაჯარიმდა. გაიცა რეკომენდაციები. საკონდიტროს საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ აღუდგება.

რა დარღვევები გამოავლინა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პურის საცხობებში?

myquiz