ხვალ ცალკეულ რაიონებში თოვლია მოსალოდნელი - იხილეთ ამინდის პროგნოზი | Allnews.Ge

ხვალ ცალკეულ რაიონებში თოვლია მოსალოდნელი - იხილეთ ამინდის პროგნოზი

საქართველოში უნალექო ამინდი 5 ნოემბერსაც შენარჩუნდება, მათ შორის თბილისში. დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 23 გრადუსი იქნება, ღამით 9 გრადუსი; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით 20 გრადუსი; ღამით 0 გრადუსი; მაღალმთიან რაიონებში ღამით –5 გრადუსი; დღისით 13 გრადუსი; თბილისში დღისით – 18; ღამით +5 გრადუსი.

6 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მაღალმთიან რაიონებში ღამით, შესაძლოა, მოთოვოს. დასავლეთ საქართველოში კი უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 2; დღისით 18 გრადუსი იქნება, მაღალ მთაში –5;+13; დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით-9 გრადუსი; თბილისში დღისით-16 გრადუსი; ღამით-6 გრადუსი.

myquiz