თელავში მგლებმა საქონელი დაგლიჯეს | Allnews.Ge

თელავში მგლებმა საქონელი დაგლიჯეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მგლებმა მსხვილფეხა საქონელი დაგლიჯეს. მეპატრონის, ვაჟა გოდერძიშვილის ინფორმაციით, 6 ხბო მინდორში ბალახობის დროს მტაცებლებმა დაგლიჯეს.

მისივე თქმით , ზარალი 3500 ლარს აჭარბებს და დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს. ვარდისუბანში მსგავსი შემთხვევა წელს პირველად დაფიქსირდა, თუმცა ადგილობრივების თქმით, გასულ წლებში მტაცებლები შინაურ ცხოველებს საცხოვრებელ სახლებთან ესხმოდნენ და ანადგურებდნენ.

myquiz