რუსთავში "სტამბოლის ბაზრის" მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარის შედეგად დამწვარია 1000 კვ. მ. ფართობი | Allnews.Ge

რუსთავში "სტამბოლის ბაზრის" მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარის შედეგად დამწვარია 1000 კვ. მ. ფართობი

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. დამწვარია 1000 კვ. მ. ფართობი. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამახური ავრცელებს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ქარისა და ადვილად აალებადი მასალების გამო არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება გვერდით მდებარე ობიექტებზე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება.

ადგილზე მუშაობდა 18 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო დამატებითი ძალები თბილისიდან.

გაჩენილი ხანძრის შედეგად წარმოქმნილი დაკვამლიანების გამო დარაჯმა ინტოქსიკაცია მიიღო. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

დამწვარია ფართი, სადაც ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ინახებოდა.

"შეტყობინება ხანძრის არსებობის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 01:29 საათზე შემოვიდა. სახანძრო მანქანების პირველი ჯგუფი ადგილზე 01:36 საათზე მივიდა. ხანძრის ლოკალიზება 02:03 საათზე მოხერხდა. ხანძრის ცალკეული კერების დამუშავების შემდეგ ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია 09:00 საათზე", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

პრევენციის მიზნით, ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მთელი დღის განმავლობაში დარჩება.

myquiz