ლილოში ყვითელი სამარშუტო ტაქსი გადაბრუნდა, რომელშიც მგზავრები იმყოფებოდნენ | Allnews.Ge

ლილოში ყვითელი სამარშუტო ტაქსი გადაბრუნდა, რომელშიც მგზავრები იმყოფებოდნენ

თბილისში, ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე ყვითელი სამარშუტო ტაქსი გადაბრუნდა, რომელშიც მგზავრები იმყოფებოდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილიდან აცნობეს, ერთმანეთს ოთხი სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის, თუმცა 8 ადამიანია დაშავებული. შსს-ს ცნობით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მათივე ინფორმაციით, ერთმანეთს ოთხი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, ორი ყვითელი მიკროავტობუსი შეეჯახა.

"ერთ-ერთი მიკროავტობუსი გადაბრუნდა. საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვს მიღებული 8 ადამიანს, თუმცა ყველა ადამიანი გონზეა. მსხვერპლი არ არის", - განაცხადეს შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

myquiz