ზაზა სარალიძე - წყობიდან გამოვყავარ პატრულს | Allnews.Ge

ზაზა სარალიძე - წყობიდან გამოვყავარ პატრულს

ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა საქალაქო სასამართლოში, შსს-წარმომადგენლის მიერ დაყენებული სარჩელის საფუძველზე, გადაიდო.

როგორც სხდომაზე შსს-ს წარმომადგენელმა განაცხადა, მათ გარკვეული ინფორმაცია აქვთ წარსადგენი, რომლის დღეს წარმოდგენაც ვერ მოხერხდა.

მოსამართლე ნანა დარასელიამ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მაქსიმალური ვადა ინფორმაციის წარსადგენად 15 ნოემბრამდე განუსაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება, შსს–სა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელს. აღნიშნული სარჩელით მოსარჩელეები - ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტროტუარზე მშვიდობიანი შეკრების უფლებისა და კარვის განთავსების შესაძლებლობის შეზღუდვაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვენ.

მაქვს უფლება, კარვები გავშალო და რა უნდათ, რატომ მიკრძალავენ? - ამის შესახებ ზაზა სარალიძემ საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე განაცხადა.

"ამ კარვების გამო 4-7 წლამდე პატიმრობა მემუქრება. წყობიდან გამოვყავარ საპატრულოს თანამშრომლებს. აქცია გრძელდება. იმედია, მოსამართლეც მოგვცემს საშუალებას, რომ კარვები გავშალოთ. რა უნდათ, ვეღარ ვხვდები, მაქვს უფლება, კარვები გავშალო, რატომ მიკრძალავენ?,- განაცხადა სარალიძემ.

myquiz