ავარია ხაშურთან - დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 3 მცირეწლოვანი | Allnews.Ge

ავარია ხაშურთან - დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 3 მცირეწლოვანი

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივესთან "მერსედესის" მარკის მსუბუქ ავტომობილს სატვირთო შეეჯახა. ავარიის შედეგად მსუბუქ ავტომანქანაში მყოფმა 6-მა მგზავრმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. დაშავებულთაგან სამი მცირეწლოვანი ბავშვია.

ავარიის შედეგად დაზარალებული 6 პირი ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ამ წუთებში ყველა საჭირო კვლევა მიმდინარეობს. რაც შეეხება ბავშვებს - 3, 4 და 5 წლის ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ხაშურის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმები არ გამორიცხავენ, რომ ერთ-ერთ დაშავებულს, რომელსაც სხვა დაზიანებებთან ერთად ბარძაყის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება, დაუყოვნებლივ ოპერაცია ჩაუტარდეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

myquiz