უამინდობის გამო, თუშეთში საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემას ვერ ახერხებენ
თუშეთში მცხოვრები პირები და მესაზღვრეები საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემას ვერ ახერხებენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამის მიზეზი უამინდობაა, რის გამოც ფშაველი-აბანო- ომალოს მიმართულებით საავტომობილო გზა დაკეტილია.
როგორც ახმეტის N 18 საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ განაცხადა, ამომრჩევლის სურვილის მიუხედავად, საარჩევნო ყუთის გადასატანად ვერტმფრენის გამოყოფა ვერ მოხერხდა.
მინდია იუკურუძის ინფორმაციითვე, თუშეთის 14-ე საარჩევნო უბანი გახსნილია ქვემო ალვანში, სადაც 265 ამომრჩეველია რეგისტრირებული.