როგორი ამინდი იქნება საქართველოში არჩევნების დღეს | Allnews.Ge

როგორი ამინდი იქნება საქართველოში არჩევნების დღეს

წელს არჩევნებისთვის საქართველოში კარგი ამინდი იქნება - განუცხადა Allnews.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ.

სინოპტიკოსის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მოიმატებს 25 გრადუსამდე, შესაბამისად მოიმატებს ტემპერატურა მთიან და მაღალმთიან რაიონებში. აღმოსავლეთ საქართველოში კი ჰაერის ტემპერატურა, დაახლოებით, 15-20 გრადუსამდე გათბება. უნალექო და თბილი ამინდები შენარჩუნდება თვის ბოლომდე.

დედაქალაქშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გვაზავას თქმით, დღეს საღამოს ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება 6 გრადუსი, ხვალ დილით კი ტემპერატურა მოიმატებს და 20 გრადუსი დაფიქსირდება.

myquiz