თბილისის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის 3 აღსაზრდელი საავადმყოფოში მოათავსეს | Allnews.Ge

თბილისის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის 3 აღსაზრდელი საავადმყოფოში მოათავსეს

ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის 3 აღსაზრდელი საავადმყოფოში მოათავსეს.

როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო იტყობინება, ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთ საბავშვო ბაღის 3 აღსაზრდელი მკურნალობას გადის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში, რომელთაც აღენიშნებათ პირღებინება, დიარეა და ტემპერატურის მატება.

როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე პერიოდში ხშირია ვირუსული ინფექციები და მათი გავრცელება იმატებს ჰაერის ტემპერატურის ვარდნასთან ერთად, სააგენტომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართა, რათა შემოწმდეს კვების ბლოკი და გამოირიცხოს კვებითი ინტოქსიკაცია. მათივე ინფორმაციით, თუ რა გახდა ბავშვების ინფიცირების მიზეზი, ლაბორატორიული კვლევა დაადგენს.

"თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის 3 აღსაზრდელი მკურნალობას გადის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში, რომელთაც აღენიშნებათ პირღებინება, დიარეა და ტემპერატურის მატება. ზოგადად, ამ პერიოდში ხშირია ვირუსული ინფექციები, მათი გავრცელება იმატებს ჰაერის ტემპერატურის ვარდნასთან ერთად. ამის მიუხედავად, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ მიმართა სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რათა შემოწმდეს კვების ბლოკი და გამოირიცხოს კვებითი ინტოქსიკაცია. ასევე, სააგენტოს რეკომენდაციით, პროდუქტების გარკვეული ნაწილის სინჯები გადაიგზავნა ლაბორატორიაში კვლევისთვის. ბაგა-ბაღში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაო.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი დადგინდეს, რა გახდა ბავშვების ინფიცირების მიზეზი - საკვები თუ ვირუსული ინფექცია",- ნათქვამია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებაში.

myquiz