საქართველოს რეგიონებში ფასდაკლების კვირეული დაიწყო | Allnews.Ge

საქართველოს რეგიონებში ფასდაკლების კვირეული დაიწყო

23 ოქტომბრიდან - 30 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ფასდაკლებების კვირეული - "Discount Week" ტარდება, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან გვაცნობეს.

კვირეულის ინიციატორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

კამპანია "Discount Week" უკვე მეორე წელია იმართება. პროექტის მიზანია, სეზონის გახანგრძლივება და შიდა ტურიზმის სტიმულირება.

Discount Week-ში მონაწილეობს 29 სასტუმრო 6 სხვადასხვა რეგიონიდან, ესენია: აჭარა, სამეგრელო, სვანეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი. სასტუმროები 30%-დან 52%-მდე ფასდაკლებას სთავაზობენ მომხმარებელს.

სასტუმროების ჩამონათვალის, ფასდაკლებისა და პრომოს კოდის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: http://georgia.travel/discount/weeks

myquiz