ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმი და წვიმა ელჭექით - ხვალიდან ამინდი გაუარესდება | Allnews.Ge

ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმი და წვიმა ელჭექით - ხვალიდან ამინდი გაუარესდება

25 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, 26-27 ოქტომბერს ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4 – 5 ბალიანი შტორმი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

myquiz