თბილისი-რუსთავის გზაზე ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა - დაზიანებულია 5 მანქანა | Allnews.Ge

თბილისი-რუსთავის გზაზე ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა - დაზიანებულია 5 მანქანა

თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბმვ-ს მარკის ავტომანქანამ თბილისი-რუთავის მიკროავტობუსს გადაასწრო და "მერსედესს" შეეჯახა, რომელიც სხვა ავტომანქანებს დაეჯახა.

შეჯახების შედეგად "მერსედესში" მყოფი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 5 ავტომანქანა დაზიანდა.

myquiz