იხილეთ თბილისის უბნები, რომელთაც ხვალ წყლისა და დენის მიწოდება შეეზღუდება | Allnews.Ge

იხილეთ თბილისის უბნები, რომელთაც ხვალ წყლისა და დენის მიწოდება შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე რაიონს, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 22 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც "თელასი" იტყობინება, გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ხიზანიშვილის, შეშელიძის (ნაწილობრივ), ფეიქრების (ნაწილობრივ) და წყალსადენის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს;

დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს;

ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის და კახიძის ქუჩის მცხოვრებლებს;

სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კალოუბნის ქუჩის მცხოვრებლებს;

ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, კასპის, დოესის, ზურაბიშვილის, კობარეთის, ნოსირის, უბილავას, ლეხ კაჩინსკის, აწყურის, წინანდალის, ტვიშის, მესხეთის, მთისძირის, უშაკოვის, ჩეხოვის, ისნის, ფერიცვალების, მეტეხის და რუისის ქუჩების მცხოვრებლებს;

საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის და ჩაჩავას (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

რაც შეეხება წყალს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს განახორციელებს, რის გამოც ხვალ, 22 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდება.

"გადაერთების სამუშაოების მიმდინარეობისას, რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 22 ოქტომბერს, 12:00 საათიდან 23 ოქტომბრის, დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება ისანი-სამგორის რაიონში მოსკოვის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, ქეთევან წამებულის და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდებათ .

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებ-გვერდის მეშვეობით - www.gwp.ge", - ნათქვამია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციაში.

myquiz