ბათუმში, კერძო საბავშვო ბაღში 4 წლის ბავშვს სცემეს | Allnews.Ge

ბათუმში, კერძო საბავშვო ბაღში 4 წლის ბავშვს სცემეს

ბათუმში, კერძო საბავშვო ბაღში "მაგადასკარი", ოთხი წლის ბავშვის სავარაუდო ცემის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის "კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე აცხადებს, დაშავებული ბავშვის ფოტო მასალა მას ბავშვის დედამ მიაწოდა. მისი ინფორმაციით, 4 წლის ბიჭს ფიზიკურად ამავე ბაღის ძიძა გაუსწორდა. დედამ კი ბავშვის სხეულზე ტრავმები სახლში მიყვანისას აღმოაჩინა. მერაბ ღოღობერიძის ცნობით, მომხდარის გამო, შესაბამისი უწყების წარმომადგენლები ინფორმირებული არიან.

შემთხვევა 18 ოქტომბერს მოხდა.

myquiz