"დედაენის ბაღთან" კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს | Allnews.Ge

"დედაენის ბაღთან" კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

"დედაენის ბაღში" დაგეგმილ კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალს მოქალაქეების ნაწილი აპროტესტებს. მათი განცხადებით, კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის საწინააღმდეგო აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა. "დედაენის ბაღთან" კონტრაქციაზე შვილთან ერთად იმყოფება ყოფილი პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე და "ქართული იდეის" თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა.

დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, იგი "დედაენის ბაღში" ყოველ შაბათს შვილთან ერთად მოდის და დღევანდელი შაბათიც არ იყო გამონაკლისი. ლორთქიფანიძის თქმით, მომავალ თაობას ასეთი ფესტივალის გამართვით საფრთხე ემუქრება. მისივე თქმით, სახელმწიფო უნდა უზრუნველყოფდეს მოზარდი თაობისთვის უსაფრთხო გარემოს.

"სახეზეა მარიხუანას პოპულარიზაციის განმახორციელებელი აქტები, რომლითაც საზოგადოებას აუწყებდნენ მოსულიყვნენ და შეეძინათ მარიხუანა, რომლის შემადგენლობაში არსებული ერთ-ერთი ფსიქოაქტიური ნივთიერება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსშია შეტანილი. შესაბამისად, ამაზე რეაგირება უნდა ჰქონდეს შსს-ს. ასეთი ფესტივალები ამ ბაღში არ ჩატარდება. "დედა ენის ბაღი არის ბავშვები ბაღი", განაცხადა ლორთქიფანიძემ.

შეგახსენებთ, რომ "დედაენის ბაღში" "გირჩმა" კანაფის ლეგალიზების ფესტივალის ჩატარება რამდენიმე დღის წინ დაანონსა. "დედაენის ბაღიდან" სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს "გირჩის" სამი წევრი და რამდენიმე მხარდამჭერი.

myquiz