იტალიაში საქართველოს საკონსულო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს | Allnews.Ge

იტალიაში საქართველოს საკონსულო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

იტალიაში საქართველოს საკონსულოს განცხადებით, ბოლო პერიოდში არაერთხელ დაფიქსირდა იტალიის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების არშეშვების ფაქტი, რომლებსაც სასაზღვრო შემოწმებისას წესრიგში არ ჰქონდათ კანონით მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

საკონსულო საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც აპირებს იტალიის რესპუბლიკაში მოგზაურობას, მოუწოდებს, თან იქონიონ ვიზა ლიბერალიზაციის რეჟიმით მოთხოვნილი ყველა საჭირო საბუთი.

"მოგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში იტალიის რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამკაცრებული სასაზღვრო კონტროლის პირობებში, არაერთხელ დაფიქსირდა იტალიის ტერიტორიაზე საქართველოს იმ მოქალაქეების არშემოშვების ფაქტი, რომლებსაც სასაზღვრო შემოწმებისას წესრიგში არ ჰქონდათ კანონით მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

იტალიაში საქართველოს საკონსულოს, ისევე როგორც სხვა უცხო ქვეყნის საკონსულო სამსახურებს, არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი ბერკეტი, რომ მესაზღვრის მიერ კანონიერად მოთხოვნილი დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში, ჩაერიოს მესაზღვრის კომპეტენციაში და შეცვალოს მისი გადაწყვეტილება ამა თუ იმ მოქალაქის იტალიის ტერიტორიაზე შემოშვების მიზნით.

შევახსენებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც აპირებს იტალიის რესპუბლიკაში მოგზაურობას, იქონიონ ვიზა ლიბერალიზაციის რეჟიმით მოთხოვნილი ყველა საჭირო საბუთი", - ნათქვამია საკონსულოს განცხადებაში.

myquiz