როგორი ამინდია მოსალოდნელი შაბათ-კვირას? - იხილეთ სინოპტიკოსების პროგნოზი | Allnews.Ge

როგორი ამინდია მოსალოდნელი შაბათ-კვირას? - იხილეთ სინოპტიკოსების პროგნოზი

19-20 ოქტომბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 21-22 ოქტომბერს ცალკეულ რაიონში, შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება.

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

თბილისში 21-22 ოქტომბერს შესაძლებელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +23, +25 გრადუსი იქნება.

myquiz