პოლიციამ სოფელ ლამბალოდან გატაცებული 17 წლის გოგონა იპოვა | Allnews.Ge

პოლიციამ სოფელ ლამბალოდან გატაცებული 17 წლის გოგონა იპოვა

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს მკვიდრი 17 წლის ჰ.მ. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში იპოვეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, არასრულწლოვნის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მათივე ინფორმაციით, ამ დროისათვის მასთან ფსიქოლოგი მუშაობს, რის შემდეგაც ფსიქოლოგის და ადვოკატის თანდასწრებით მოხდება მისი გამოკითხვა.

"სამართალდამცველებმა დანაშაულის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყეს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

გამოძიება გრძელდება და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ფაქტზე მონიტორინგს ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, მეთერთმეტეკლასელი გოგონა 12 ოქტომბერს საკუთარი სახლიდან მოიტაცეს.

myquiz