თბილისში ავტობუსებისთვის სპეციალური შუქნიშნები დამონტაჟდება | Allnews.Ge

თბილისში ავტობუსებისთვის სპეციალური შუქნიშნები დამონტაჟდება

დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის ინფორმაციით, შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე სპეციალური შუქნიშნები დამონტაჟდება, რომლებიც ჯერ ავტობუსს გაატარებს და შემდეგ კერძო ავტომობილს.

როგორც მუმლაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ასეთი შუქნიშანი ბაგებში უკვე დამონტაჟებულია და მუშაობს.

"ეს შუქნიშანი როდესაც ხედავს, რომ ავტობუსი გაჩერდა, მთლიანად აჩერებს წყნეთიდან მოძრაობას და ავტობუსი გამოდის. ასეთი შუქნიშნები უნდა დავაყენოთ შარტავა-კოსტავაზე, ასევე, ეს შუქნიშნები გაკეთდება ისეთ ადგილებზე, სადაც ავტობუსის სპეციალური ზოლები იქნება და კვეთებზე GPI სისტემით დაინახავს ავტობუსი რამდენ წუთში მოუახლოვდება. მანამდე გადათვლის ნაკადებს, გააჩერებს და ავტობუსს გაატარებს. ასეთი შუქნიშანი იქნება ყველა ქუჩაზე, სადაც ავტობუსის სპეციალური ზოლი იქნება. ავტობუსის ზოლის იდეა ის არის, რომ შეფერხება არ იყოს",- განუცხადა მუმლაძემ "ინტერპრესნიუსს".

myquiz