"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალმომარაგების შეწყვეტასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს | Allnews.Ge

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალმომარაგების შეწყვეტასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"19 ოქტომბერს, კომპანია "თელასის" მიერ დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ნაძალადევის რაიონში, მუხრანის ქუჩაზე მდებარე "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სატუმბო სადგურს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით 19 ოქტომბერს, 11:00-დან 18:30 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ნაძალადევის რაიონში გეგუთის, სვირის, ბენდელიანის და მიმდებარე ქუჩებს, იმერეთის I და II შესახვევებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

myquiz