თბილისის უბნები, სადაც ბინები ყველაზე იაფია | Allnews.Ge

თბილისის უბნები, სადაც ბინები ყველაზე იაფია

2018 წლის მეორე კვარტალში, თბილისში უძრავი ქონების გაყიდვების წლიურმა ზრდამ 35.8% შეადგინა. ამის შესახებ, "თიბისი ბანკის", ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და ForSet-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული. პუბლიკაცია უძრავი ქონების ბაზრის 2018 წლის მეორე კვარტლის მიმოხილვას მოიცავს.

როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის ინდექსი 0.1%-ით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში 1 კვ.მ. საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი 868 აშშ დოლარსა და 881 აშშ დოლარს შორის მერყეობდა.

აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასის მიხედვით სამგორი ყველაზე იაფიან რაიონად რჩება. კერძოდ, გაყიდვის საშუალო ფასი სამგორში 547 აშშ დოლარი ანუ 1 339 ლარია. მას მოჰყვება გლდანი - 561 დოლარით (1 373 ლარი) და ნაძალადევი 636 დოლარით (1 556 ლარი).

ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი მთაწმინდაზეა, სადაც 1 კვ.მ. საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი 1 124 აშშ დოლარი ანუ 2 748 ლარია.

რაც შეეხება დედაქალაქის სხვა უბნებს, საბურთალოზე გაყიდვის საშუალო ფასი 1 კვადრატულ მეტრზე - 887 დოლარი (2 170 ლარი);  დიდუბეში - 772 დოლარი (1 889 ლარი); ვაკეში - 992 დოლარი (2 426 ლარი); ჩუღურეთში - 772 დოლარი (1 889 ლარი); ისანში - 680 დოლარი (1 662 ლარი); ხოლო კრწანისში - 842 დოლარი (2 059 ლარი) იყო.

ახალმა რეგულაციებმა ბინები, შესაძლოა, 30%-ით გააძვიროს

myquiz