თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე ხანძარია | Allnews.Ge

თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე ხანძარია

თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე ხანძარია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, იწვის დევნილების საცხოვრებელი სახლი.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, სახლში არავინ იმყოფება. მათთვის ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მიემართება სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

myquiz