სინოპტიკოსები ცალკეულ რაიონებში წვიმას და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ | Allnews.Ge

სინოპტიკოსები ცალკეულ რაიონებში წვიმას და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ

18 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. 16-17 ოქტომბერს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +18, +23 გრადუსის ფარგლებში იქნება.

თბილისში 16-17 ოქტომბერს შესაძლებელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +20, +22 გრადუსი იქნება.

myquiz