რა დარღვევები გამოავლინა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პურის საცხობებში? | Allnews.Ge

რა დარღვევები გამოავლინა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პურის საცხობებში?

2017-2018 წლებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პურის საცხობებში 781 ინსპექტირება ჩაატარა. ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო 2017 წელს საწარმოო პროცესი 72 ბიზნესოპერატორს შეუჩერდა, 2018 წელს - 41 ბიზნესოპერატორს. -ამის შესახებ ინფორმაცია ALLNEWS.GE-ს სურსათის ეროვნული სააგენტოდან მოაწოდეს. მათივე ცნობით, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 68-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული ბიზნესოპერატორები 1000 ლარით დაჯარიმდნენ.

"კრიტიკული შეუსაბამობისას გამოვლინდა შემდეგი დარღვევები: არასათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, კოროზირებული საგნები და აღჭურვილობა, ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობის დარღვევა, მწერების არსებობა, კონდენსატის წარმოქმნა, გაუმართავი ვენტილაცია და ა.შ", - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

გარდა ამისა, პურისა და პურფუნთუშეულის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან 2017 წელს განხორციელდა 278 დოკუმენტური შემოწმება, გამოვლენილი დარღვევების გამო დაჯარიმდა 59 ბიზნესოპერატორი, ხოლო 2018 წელს განხორციელდა 124 დოკუმენტური შემოწმება და გამოვლენილი დარღვევების გამო დაჯარიმდა 51 ბიზნესოპერატორი.

"დოკუმენტური შემოწმებისას გამოვლინდა შემდეგი დარღვევები: ვადაგასული სურსათის რეალიზაცია, ეტიკეტირების წესის დარღვევა, მოკვლევადიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნისა და სურსათის ბაზრიდან გამოთხოვასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა და სხვა", - აღნიშნავენ სეს-ში.

ყავის საწარმოები, სადაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეუსაბამობები გამოავლინა

myquiz