რამდენი ელექტრომობილი და ჰიბრიდი ტაქსი დარეგისტრირდა თბილისში? | Allnews.Ge

რამდენი ელექტრომობილი და ჰიბრიდი ტაქსი დარეგისტრირდა თბილისში?

თბილისში ტაქსით მომსახურებისთვის ელექტრომობილზე, რომლის ძრავის მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია, 60 ნებართვა გაიცა, ხოლო ჰიბრიდულ მსუბუქ ავტომობილზე - 5044. ამის შესახებ ინფორმაცია Allnews.ge-ს დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურიდან მიაწოდეს.

"2018 წლის 11 ოქტომბრის 18:50 საათის მონაცემებით, მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად, საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით მომსახურების განხორციელებაზე გაცემული იყო 17 984 ნებართვა, მათ შორის ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში - 5044 ნებართვა, ხოლო ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში, რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია - 60 ნებართვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან დედაქალაქში ლიცენზიის გარეშე ტაქსით მომსახურება აკრძალულია. ნებართვის აღება მძღოლებს თბილისის ტაქსის ვებ-გვერდის, იუსტიციის სახლისა და რაიონული გამგეობების დახმარებით შეუძლიათ.

ლიცენზიის საფასური ჩვეულებრივი შიდაწვისძრავიანი ავტომობილებისთვის 100 ლარი, ჰიბრიდებისთვის 50 ლარი, ხოლო ელექტრო ავტომობილებისთვის უფასოა.

myquiz