„დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ - ამ მოთხოვნით ქუთაისში სოციალური კამპანია დაიწყო | Allnews.Ge

„დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ - ამ მოთხოვნით ქუთაისში სოციალური კამპანია დაიწყო

"დატოვე პარლამენტი ქუთაისში" - ამ მოთხოვნით ქუთაისში სოციალური კამპანია დაიწყო. სამოქალაქო სექტორი საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანის წინააღმდეგ გამოდის. მათი თქმით, ხელისუფლებამ ხალხს უნდა მოუსმინოს, რადგან ამ გადაწყვეტილებით რეგიონის განვითარება შეფერხდება.

"ქუთაისისთვის საპარლამენტო სტატუსის ჩამორთმევა ნიშნავს ქალაქის განვითარების შეჩერებას. ხელისუფლებამ ეს არ უნდა დაუშვას. ხელისუფლებამ არ უნდა იზრუნოს საკუთარ კომფორტზე, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ქალაქების თანაბრად განვითარებაზე. ქუთაისიდან პარლამენტის თბილისში გადატანა ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი დატოვებს ქალაქს და გადაბარგდება თბილისში", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" არასამთავრობო ორგანიზაცია "ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის" დირექტორმა ხვიჩა ვაშაყმაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, 2019 წლის პირველი იანვრიდან პარლამენტი სრულად თბილისში გადავა.

myquiz