რამდენ უცხოელ არარეზიდენტ მძღოლს ამოეწურა მართვის მოწმობის ქულები საქართველოში? | Allnews.Ge

რამდენ უცხოელ არარეზიდენტ მძღოლს ამოეწურა მართვის მოწმობის ქულები საქართველოში?

2018 წელს 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა საქართველოში 6 არარეზიდენტ პირს ამოეწურა. შესაბამისი ინფორმაცია Allnews.ge-მა შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წელს სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის სულ 59 400 ფაქტი დაფიქსირდა.

რაც შეეხება გასულ წელს, 2017 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულები უცხოეთის ერთ მოქალაქეს ამოეწურა და საგზაო მოძრაობის წესების სულ 43 744 დარღვევა დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, 2017 წლის 1 ივლისიდან მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც მძღოლებს მინიჭებული ქულები 50-ზე მეტი დარღვევის შემთხვევაში აკლდება.

myquiz