ტაქსით მომსახურების ლიცენზია რამდენიმე ათეულმა ქალმა მძღოლმაც აიღო | Allnews.Ge

ტაქსით მომსახურების ლიცენზია რამდენიმე ათეულმა ქალმა მძღოლმაც აიღო

თბილისში ტაქსით მომსახურების 54 ნებართვა ქალ მძღოლებზეა გაცემული. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განუცხადა.

რაც შეეხება ზოგადად ტაქსის მძღოლებზე გაცემულ ნებართვებს, დღეის მდგომარეობით, 18 030 ლიცენზიაა გაცემული.

რაც შეეხება ჯარიმებს, მუმლაძის ინფორმაციით, ლიცენზიის გარეშე ტაქსით მომსახურებისთვის 100-ზე მეტ მძღოლს საპატრულო პოლიციამ 200-ლარიანი ჯარიმა უკვე გამოუწერა.

ცალკეულ შემთხვევებში მსურველს შეეძლება იტაქსაოს არამხოლოდ თეთრი, არამედ სხვა ფერის მანქანითაც

ცნობისთვის, 2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დედაქალაქში ტაქსით მომსახურება ლიცენზიის გარეშე იკრძალება. ნებართვის აღება მძღოლებს თბილისის ტაქსის ვებ-გვერდის, იუსტიციის სახლისა და რაიონული გამგეობების დახმარებით შეუძლიათ.

ლიცენზიის საფასური ჩვეულებრივი შიდაწვისძრავიანი ავტომობილებისთვის 100 ლარი, ჰიბრიდებისთვის 50 ლარი, ხოლო ელექტრო ავტომობილებისთვის უფასოა.

როგორი ფერის ტაქსებს შეხვდებით სხვა ქვეყნებში - იხილეთ ინფოგრაფიკა

myquiz