დაიკლებს თუ არა ტემპერატურა უახლოეს დღეებში? - სამი დღის პროგნოზი | Allnews.Ge

დაიკლებს თუ არა ტემპერატურა უახლოეს დღეებში? - სამი დღის პროგნოზი

მიუხედავად იმისა, რომ დღეს თბილისში +22 გრადუსია გამოცხადებული, დედაქალაქის მასშტაბით ნისლი და მოღრუბლულობა შეინიშნება.

გაგრძელდება თუ არა ასეთი ამინდი მომდევნო დღეებშიც, Allnews.ge გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის უფროსს, სვეტლანა ნიორაძეს ესაუბრა.

"11 და 12 ოქტომბერს საქართველოს ცალკეულ რაიონებში შესაძლოა მცირე წვიმა როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში. დასავლეთ საქართველოში +22 +27 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი ტემპერატურა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +20, +25 გრადუსი.

13 ოქტომბერს დასავლეთში კვლავ ნარჩუნდება მდგრადი ამინდი და შესაძლოა ტემპერატურამ +29 გრადუსამდეც მოიმატოს.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 13 ოქტომბერს ველოდებით ტემპერატურის კლებას, ღრუბლიან ამინდს, ზოგან მოსალოდნელია ნისლი და მცირე წვიმაც, ჰაერის ტემპერატურა +14, +18 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში ხვალ და ზეგ 24 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 13 ოქტომბერს მცირე წვიმა, დღის მაქსიმალური ტემპერატურა +17 გრადუსი დაფიქსირდება.

რაც შეეხება უფრო გრძელვადიან პროგნოზს, ტემპერატურის ძლიერი კლება და სიცივე მომდევნო დღეებში მოსალოდნელი არ არის", - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

myquiz