"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალმომარაგების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს | Allnews.Ge

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალმომარაგების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

წყნეთის გზატკეცილის N5-თან კომპანიამ ტექნიკური სამუშაოების დროს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წყალსადენის მილი დააზიანა. ამის შესახებ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" იტყობინება.

მათივე ინფორმაციით, წყალმომარაგების ქსელზე აღდგენითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა - წყალსადენის მილის 3 მეტრი სიგრძის დაზიანებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

სამუშაოების მიმდინარეობისას მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც წყალმომარაგება შეზღუდული აქვს ვაკის რაიონში: წყნეთის გზატკეცილს, ბაგებს, ჭავჭავაძის გამზირის და თამარაშვილის ქუჩის ნაწილს.

GWP-ს ინფორმაციით, წყალმომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე დღეს, 10 ოქტომბერს, საღამოს 19:00 საათიდან აღდგება.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მომხმარებლებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

myquiz