ძლიერი ქარის შედეგები თბილისში | Allnews.Ge

ძლიერი ქარის შედეგები თბილისში

თბილისში, ძლიერი ქარის გამო, ხის წაქცევის შედეგად მცირე დაზიანებები მიიღო ქუჩაში მიმავალმა ერთმა მოქალაქემ. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ ონფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ძირითადად, ქარის შედეგად წაქცეულმა ხეებმა ავტომანქანები დააზიანა.

"დედაქალაქში ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ამ დროისთვის შემოსულია 10 შეტყობინება, ყველაზე მეტი - 5 შეტყობინება, შემოსულია გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან, სადაც წაქცეულმა ხეებმა მსუბუქი ავტომანქანები დააზიანა. ხის წაქცევის შედეგად მცირე დაზიანებები მიიღო ქუჩაში მიმავალმა ერთმა მოქალაქემ. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ასევე, ძლიერმა ქარმა თემქის დასახლებაში ერთ სახლს გადახადა სახურავი.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესდება და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

ხის წაქცევამ 1 ავტომანქანა დააზიანა ისანი-სამგორის რაიონში. 2 შეტყობინება შემოვიდა დიდუბე - ჩუღურეთის რაიონიდან, სადაც ხის წაქცევას ზიანი არ გამოუწვევია. ორი გამოძახება დაფიქსირდა მთაწმინდა -კრწანისისა და ვაკე-საბურთალოს რაიონებში", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საგანგებო სიტუაციების სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ყველა შემთხვევაზე უკვე მოახდინეს რეაგირება.

myquiz