1 იანვრიდან პენსია იზრდება | Allnews.Ge

1 იანვრიდან პენსია იზრდება

2019 წლის პირველი იანვრიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება და 200 ლარი გახდება.

პენსიის ზრდას 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს.

როგორც 2019 წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, "სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის - 2 684.2 მლნ ლარი, საიდანაც 1 925.0 მლნ ლარი მიიმართება მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია პენსიის 20 ლარით ზრდა 2019 წლის პირველი იანვრიდან".

როგორც ცნობილია, საქართველოში პენსია 180 ლარამდე 2016 წლის ივლისიდან გაიზარდა. 2017 წლის ბიუჯეტით მიმდინარე საპენსიო უზრუნველყოფაზე გამოყოფილია 1.7 მილიარდი ლარი.

გაიგეთ რამდენი იქნება თქვენი პენსია დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედების შემდეგ

myquiz