1 ოქტომბრიდან მოსალოდნელი ცვლილების შესახებ "ყაზტრანსგაზ-თბილისი" განცხადებას ავრცელებს | Allnews.Ge

1 ოქტომბრიდან მოსალოდნელი ცვლილების შესახებ "ყაზტრანსგაზ-თბილისი" განცხადებას ავრცელებს

ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მსურველთა საყურადღებოდ "ყაზტრანსგაზ-თბილისი" განცხადებას ავრცელებს.

"მიმდინარე წლის 1-ელი ოქტომბრიდან ძალაში შედის ცვლილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის №12 დადგენილებით დამტკიცებულ "ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში". კერძოდ, აღნიშნული წესების 191 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ქსელზე მიერთების მოთხოვნით წერილობითი მომართვის შემთხვევაში, კომპანიას განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადად განესაზღვრა 5 (ხუთი) სამუშაო დღე, ნაცვლად აქამდე არსებული 2 (ორი) სამუშაო დღისა. აღნიშნული რეგულაცია ეხებათ იმ ახალ მომხმარებლებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით არ იმყოფებოდნენ ადგილზე ან მათი შიდა ქსელი არ იყო მზად გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისათვის მომართვის პირველ ეტაპზე, რის გამოც გაზიფიცირების პროცესი სრულყოფილად ვერ განხორიელდა კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით.

დამატებითი შეკითხვებისათვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში ნომერზე 2404004", - ნათქვამია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" განცხადებაში.

myquiz