საცხოვრებელი სახლის ირგვლივ ავტომანქანის პარკირება უფასო იქნება | Allnews.Ge

საცხოვრებელი სახლის ირგვლივ ავტომანქანის პარკირება უფასო იქნება

თბილისის ვიცე-პრემიერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, საცხოვრებელი სახლის ირგვლივ ავტომანქანის პარკირება სრულიად უფასო იქნება. ამის შესახებ ხმალაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსის" ეთერში პარკირების თემაზე საუბრისას განაცხადა.

"ამა თუ იმ ზონის მცხოვრებლებისთვის საცხოვრებელი სახლის ირგვლივ ავტომანქანის პარკირება სრულიად უფასო იქნება. მათ საათობრივად პარკირების საფასურის გადახდის საკითხი ნამდვილად არ შეეხებათ. აქვე აღსანიშნავია, რომ პარკირებიდან მიღებული შემოსავალი მთლიანად მობილიზდება სატრანსპორტო კომპანიაში, რომელიც ოპერირებას უწევს მეტროს და ავტობუსების სისტემას. შემოსული თანხები ისევ და ისევ ტრანსპორტის სისტემის განვითარებას მოხმარდება", - განაცხადა ხმალაძემ.

myquiz