ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება - როგორი ამინდი გველის ხვალიდან | Allnews.Ge

ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება - როგორი ამინდი გველის ხვალიდან

21 სექტემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +25, +30 გრადუსის ფარგლებში იქნება.- ამინდის დღევანდელი და მომდევნო დღეების პროგნოზი გარემოს ეროვნულმა სააგენტომ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 – 24 სექტემბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. 23 – 24 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +20, +25 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +23, +28 გრადუსის ფარგლებში იქნება.

"ქ. თბილისში 21 სექტემბერს უნალექო ამინდი, ხოლო 22 – 24 სექტემბერს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი".- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრეცელებულ პროგნოზში.

24 სექტემბერს იქროლებს ჩრდილო - დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

myquiz