რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად | Allnews.Ge

რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად

2018 წლის აგვისტოს მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 151.8 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 303.7 ლარია.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 303.7 ლარი საკმარისი.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად იმატებს. ბოლო მონაცემებით კი, 2017 წელს ერთ სულ მოსახლეზე საშუალო თვიურმა სამომხმარებლო ფულადმა ხარჯმა - 210.5 ლარი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო ფულად ხარჯებში შედის - სურსათი, სასმელი, თამბაქო, ტანსაცმელი, განათლება, ფეხსაცმელი, ჯანმრთელობის დაცვა, ტრანსპორტი, გათბობა, ელექტროენერგია, საოჯახო მოხმარების საქონელი და სხვა.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენს ხარჯავს ადამიანი საშუალოდ თითოეულ მათგანზე, საქსტატის მონაცემებით, სურსათზე, სასმელსა და თამბაქოზე 210.5 ლარიდან გათვალისწინებულია 75.3 ლარი, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე - 9.6 ლარი იხარჯება, საოჯახო მოხმარების საქონელზე - 9.1 ლარი, ჯანმრთელობის დაცვაზე - 28.4 ლარია გათვალისწინებული, ელექტროენერგიასა და გათბობაზე კი - 27.3 ლარი, ტრანსპორტზე - 23.2, განათლებაზე - 7.1 ლარი, სხვა სამომხმარებლო ხარჯებზე კი - 30.6 ლარია გათვლილი. განაგრძეთ კითხვა

myquiz