წვიმა ელჭექით, ქარის გაძლიერება და სეტყვა - დღეიდან ამინდი გაუარესდება | Allnews.Ge

წვიმა ელჭექით, ქარის გაძლიერება და სეტყვა - დღეიდან ამინდი გაუარესდება

15-დან 18 სექტემბრამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება, ზღვაზე მოსალოდნელია ძლიერი ღელვა. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოდან გვაცნობეს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ხოლო ზღვაზე 3 – 4 ბალიანი ღელვა.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.