საქართველოს ბოლო დემოგრაფიული მონაცემები | Allnews.Ge

საქართველოს ბოლო დემოგრაფიული მონაცემები

საქართველოში 2018 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 24 312 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 23 603 ადამიანი. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

საქსტატის ცნობით, 2018 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) 709 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი ქვეყნის 3 რეგიონში ფიქსირდება: ქ. თბილისში (2 109), აჭარაში (1 041) და ქვემო ქართლში (674).

რაც შეეხება ქორწინებებისა და განქორწინებების სტატისტიკას, 2018 წლის 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 10 373 და განქორწინების 5 075 შემთხვევა.

ქვემოთ მოცემული ცხრილი ასახავს ძირითად დემოგრაფიულ მაჩვენებლებს 2018 წლის იანვარ-ივნისში:

myquiz