საბურთალოზე ავტობუსების და მიკროავტობუსების მოძრაობა დროებით შეიცვალა | Allnews.Ge

საბურთალოზე ავტობუსების და მიკროავტობუსების მოძრაობა დროებით შეიცვალა

სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საბურთალოს რაიონში, მიროტაძის ქუჩაზე ("დანიურ სახლთან") ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. როგორც თბილისის მერიიდან გვაცნობეს, ავტობუსები N6, N47, N58 და N87 26 მაისის მოედნის გავლის შემდეგ, მოძრაობას კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე განაგრძობენ და პეკინის გამზირს ანა კალანდაძის ქუჩიდან დაუკავშირდებიან.

ჭაბუკიანის (ყოფ. საბურთალოს) ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შემდგომ, ავტობუსები პეკინის გამზირზე გასვლას სააკაძის მოედნიდან შეძლებენ, ხოლო მიკროავტობუსები პეკინის გამზირისკენ "ჰოლიდეი ინნ"-ის წინ მდებარე პარკინგის გავლით მოძრაობენ.

თბილისის მერია მოსახლეობას შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.

myquiz