საქართველოში მარიხუანას წარმოება გამოიწვევს ძალიან ცუდ პროცესებს - ფსიქოლოგი | Allnews.Ge

საქართველოში მარიხუანას წარმოება გამოიწვევს ძალიან ცუდ პროცესებს - ფსიქოლოგი

ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ პროცესებს, კასკადირება და წახალისება მოხდება ჯანმრთელობისთვის საზიანო და დამანგრეველი ქმედებების, - ასე აფასებს ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით.

როგორც კაჭარავა ამბობს, იმის ნაცვლად, რომ მთავრობა მუშაობდეს პრევენციაზე, ახალგაზრდობის დაცვაზე, საწინააღმდეგო სურათს ვხედავთ.

"ჩემი აზრით, უნდა იყოს მკაცრი რეგულაციები, ოღონდ არა ციხე და დაჭერა. ეს ქცევა წახალისებული არ უნდა იყოს. ნარკომომხმარებლების მკურნალობა, რეაბილიტაცია და ადაპტაცია უნდა მოხდეს. ასევე უნდა იყოს პრევენცია, უნდა ვმუშაობდეთ იმაზე, რომ ახალგაზრდობა, მოზარდები დავიცვათ ამისგან. ჩვენ აქ აბსოლუტურად საწინააღმდეგო სურათს ვხედავთ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით.

კომენტარსაც კი ვერ გავაკეთებ, იმდენად მძიმეა ჩემთვის მთავრობის ეს ინიციატივა; რაღაცის თქმის მეშინია, მერე მართლა არ მოხდეს. ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ პროცესებს, კასკადირება და წახალისება მოხდება ჯანმრთელობისთვის საზიანო და დამანგრეველი ქმედებების",- განაცხადა კაჭარავამ.

ცნობისთვის, საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია იმართება. კონფერენციის თემაა "ნარკოპოლიტიკა საქართველოში - გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება".

myquiz