ზუგდიდში ჭიშკარზე ჩანთით ჩამოკიდებული ახალშობილი იპოვეს | Allnews.Ge

ზუგდიდში ჭიშკარზე ჩანთით ჩამოკიდებული ახალშობილი იპოვეს

ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში ახალშობილი იპოვეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჩვილი წვიმიან ამინდში, სახლის ჭიშკარზე ჩანთით ჩამოკიდებული დატოვეს. ამ დროისთვის ახალშობილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ახალშობილის უმწეო მდგომარეობაში მიტოვებას გულისხმობს.

myquiz