საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს | Allnews.Ge

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ურეკში, 4-ბალიან შტორმში, ზღვიდან ლატვიის მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს. სამსახურის ინფორმაციით,44 წლის ქალბატონის სიცოცხლეს საფრხე არ ემუქრება.

“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ: შავ ზღვაზე გამოცხადებულია საშტორმო მდგომარეობა. ამ წუთებში, დაფიქსირებულია 4-ბალიანი შტორმი. ტალღების სიმაღლე 3-მეტრს აღწევს. შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია. გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს! აკრძალვა მოქმედებს 10 სექტემბრის 10:00 საათამდე“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

myquiz