შავი ზღვის სანაპიროზე დღეს შტორმია მოსალოდნელი | Allnews.Ge

შავი ზღვის სანაპიროზე დღეს შტორმია მოსალოდნელი

დღეს შავი ზღვის სანაპიროზე 3-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას საგანეგბო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტალღების სიმაღლე პერიოდულად, 3 მეტრს მიაღწევს. ზღვაზე გამოცხადებულია საშტორმო მდგომარეობა.

"შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია. ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში ბანაობა ნებადართული იქნება. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს.

აკრძალვა მოქმედებს 9 სექტემბრის 10:00 საათამდე", - ნათქვამია საგანეგბო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

myquiz