ვირუსთან ბრძოლის ორი გზა - როგორ მოვემზადოთ სეზონური ვირუსებისთვის | Allnews.Ge

ვირუსთან ბრძოლის ორი გზა - როგორ მოვემზადოთ სეზონური ვირუსებისთვის

ვირუსები და განსაკუთრებით სეზონური ვირუსები თანამედროვე ადამიანის გამოწვევად იქცა. გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, მნიშვნელოვნად აქვეითებს ადამიანის იმუნიტეტს და შესაბამისად, ვირუსების მიმართ მდგრადობას ამცირებს. იმუნური სისტემის დაქვეითებას იწვევს: ორგანიზმში დამცავი ლორწოს არასაკმარისი წარმოქმნა ან ძლიერ სქელი ლორწო, ვირუსის არასპეციფიკური რეზისტენტობა, სპეციფიკური იმუნური ძალების დაქვეითება, რასაც ზოგიერთი მედიკამენტის მიღება იწვევს, იმუნური სისტემის უმწიფრობა ბავშვებში, ხანგრძლივი სტრესი, არარაციონალური ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, დაუბალანსებელი კვება, სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებები, ენდოკრინული დარღვევები.

დაბინძურებული გარემო, საკვებში ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა, დაძაბული ცხოვრების რითმი, სტრესი, სინთეზური სამკურნალო საშუალებების, მათ შორის ანტიბიოტიკების, გამოყენება ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას აძლიერებს. თავისუფალი რადიკალები არამდგრადი, ძალზე აგრესიული და აქტიური ნაწილაკებია, რომლებიც აზიანებენ ჯანსაღ უჯრედებს, რაც გრიპითა და გაციებით ხშირ ავადობას, ქრონიკული დაავადებების გამწვავებას, ორგანიზმის ნაადრევ დაბერებას, ათეროსკლეროზის, ინფარქტის, ინსულტის, კატარაქტის განვითარების რისკის ზრდას იწვევს.

ზოგადად, ვირუსთან ბრძოლის ორგვარი საშუალება არსებობს. ერთი არის მუდმივად თავდაცვის რეჟიმში ყოფნა, ანუ ორგანიზმში ვირუსი არ უნდა მოხვდეს. თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ვირუსები ყველგან და ყოველთვის არიან. მეორე მხრივ, უფრო მარტივია, რომ ორგანიზმში შემოჭრილ ვირუსს ძლიერი იმუნიტეტი დაახვედრო და მისი დამარცხება ექიმების, ძლიერი მედიკამენტების, ანტიბიოტიკების გარეშე შეძლო. ამისთვის აუცილებელია, რომ ლორწოვანი გარსის დაცვა იყოს ძლიერი, რაგდან ვირუსი ადამიანის ორგანიზმში სწორედ მისი საშუალებით ხვდება.

იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა. გადამწყვეტია სწორი კვება. იმუნიტეტს აძლიერებს A, C, D და E ვიტამინებით, რკინითა და თუთიით მდიდარი საკვების მიღება. დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდნენ, რომ D ვიტამინი მხოლოდ ძვლებისა და კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი ვიტამინია. თუმცა ბრიტანულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Vitabiotics-მა დაადასტურა, რომ D ვიტამინს იმუნიტეტის გამაძლიერებელი ძლიერი მოქმედება გააჩნია.

იმუნიტეტის გასაძლიერებლად ასევე მნიშვნელოვანია სუფთა ჰაერზე დიდი ხნით სეირნობა, ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი ძილი, მავნე ჩვევებზე უარის თქმა, სტრესისგან თავის არიდება.

სასურველია, რომ გაცივების სეზონის დაწყებამდე ორგანიზმი და იმუნიტეტი პოლივიტამინებით გაამდიდროთ. მსგავსი სახის სამედიცინო პროდუქციის ნახვა შეგიძლიათ aptiaqi.ge-ზე. ამ შემთხვევაში იდეალურია "იმუნეისი", რომელიც 23 ვიტამინის, მინერალის და ამინომჟავას უნიკალური კომბინაცია ჯანსაღი იმუნიტეტის შენარჩუნებისათვის. "იმუნეისი" აჯანსაღებს სასუნთქი გზების ლორწოვან გარსს, აძლიერებს ორგანიზმს, ამცირებს გრიპისა და გაციების ვირუსით დასნებოვნების რისკს.

ამინომჟავები, ბუნებრივი კაროტინოიდები, ვიტამინი A აჯანსაღებს კანსა და ლორწოვან გარსებს, რაც ორგანიმზში ტოქსინებისა და მიკრობების შეღწევას აფერხებს. ციტრუსების ბიოფლავანოიდები, რომელიც C ვიტამინის ნატურალური წყაროა, E ვიტამინი, თუთია და სელენი ძლიერი ანტიოქსიდანტებია. რკინა და ფოლის მჟავა სისხლის უჯრედების წარმოქნასა და განახლებას უწყობს ხელს.

იმუნეისის მიღება რეკომენდებულია გრიპისა და გაციების თავიდან ასაცილებლად და სწრაფი გამოჯანმრთელებისათვის. ქრონიკული ავადმყოფებისათვის, ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი დაავადებების დროს სწრაფად გამოჯანმრთელებისათვის.

"იმუნეისი" მიიღება 12 წლის ასაკიდან დღეში 1 აბი. კურსი ერთ თვეს მოიცავს და მისი მიღება რეკომენდირებულია მათთვის:

ვინც გასულ სეზონზე იავადმყოფა გრიპითა და გაციებით, ჰქონდა ფილტვების ანთება, ბრონქიტი, გაუხანგრძლივდა ხველა, ვისაც დასჭირდა ანტიბიოტიკებით მკურნალობა.

ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებს.

ვისაც ავადმყოფობის შემდეგ დიდხანს დარჩა სისუსტე და უღონობა.

ვისაც ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს.

myquiz